ყირგიზეთი

ყირგიზეთში სატვირთო მანქანამ სკოლის 29 მოსწავლე გაიტანა

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
24KG

ყირგიზეთში, სოფელ ჟერგე-ტალთან, სასკოლო ღონისძიების მსვლელობისას სატვირთო მანქანა დაგორდა. 

უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო 29 სკოლის მოსწავლემ. მათი ასაკი 11-დან 16 წლამდე მერყეობს. შემთხვევის დროს მოსწავლეთა უმრავლესობა დაგორებული მანქანისკენ ზურგით იჯდა.

სატვირთო მანქანით ღონისძიებაზე ნაყინი მოიტანეს. დაგორების მომენტში მანქანაში არ იჯდა მძღოლი, გამოძიების ვერსიით ავტომობილი ნეიტრალურ სიჩქარეში იყო და გორაკიდან თავისით დაგორდა.

დაშავებულთა შორის 3 მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, 12 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

კომენტარები