რუსული კანონი

პოლონეთის საელჩო ოცნებას: მოგიწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ

ტაბულა

პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს "საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ".

"შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია" - წერს საელჩო.

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმმა არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. შსს რეზინის ტყვიის გამოყენებას უარყოფს, თუმცა, აქციის დაშავებული მონაწილეების მტკიცებით, დაზიანებები სწორედ რეზინის ტყვიებით მიიღეს და ამის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებენ.

კომენტარები