სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მთავარი ისაა, რომ ყველას ევროპული მომავალი უნდა – სხვა მომავალი არ გვაქვს

როცა ჩვენ ერთგვარად ევროპის კართან ვართ მისული, ყველამ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. მაგრამ, ცხოვრებაში არაფერი თავისით არ მოდის და ეს მთავარი გზა, რაც დღეს გასავლელია, არის ჩვენი, თქვენი, ერთად, ქვეყნის მიერ გასავლელი. ნებისმიერი ნაბიჯი, ქვეყნის შიგნით გადადგმული, თუ მის ფარგლებს გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება [...] მე თქვენთან ვიქნები. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია. ჩემს ვიზიტებსაც ვაგრძელებ. მალე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბელგიაში წავალ [...] ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია [...]

მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა. არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი რუსეთი იყოს. საქართველო ამას არ დაუშვებს - მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ დაუშვებს [...] არავინ შეგვაშინოს, არავინ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება [...] სტატუსის მისაღებად ყველაფერი გასაკეთებელია [...] ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყავით, ვართ და ვიქნებით.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები