ინდოეთი

ინდოეთში მშენებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

CNN

ინდოეთში, ქალაქ საირანგში მშენებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულები მუშები არიან. 

ქალაქის მერი უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ ამ ტრაგედიით ღრმად დამწუხრებულია.

"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". - დაწერა მან.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდა მოდიმ, რომელიც BRICS-ის ეკონომიკური ჯგუფის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. 

"დამწუხრებული ვარ მიზორამის ხიდზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო". - დაწერა მოდიმ X-ზე.

მან დაღუპულთა ახლობლებს 2 500 დოლარი, ხოლო დაშავებულ მუშებს 600 დოლარი შესთავაზა. 

ინდოეთი სწრაფად ცვლის თავის ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო ქსელის განახლებისთვის მილიონებს ხარჯავს. ივნისში, ბეტონის ხიდი, რომელიც მდინარე განგზე შენდებოდა, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ჩამოინგრა, რამაც მისი მშენებლობის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა.

გასული წლის ოქტომბერში ხიდი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩამოინგრა, რის შედეგადაც 135 ადამიანი დაიღუპა

კომენტარები