ინდოეთი

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა

ინდოეთში, გუჯარატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 132-ს მიაღწია. ხიდი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

გუჯარატის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰარშ სანგავის თქმით, ინციდენტისას ხიდზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა. მისი განმარტებით, ხიდის ერთ ბოლოზე კაბელი გაწყდა. 

გუჯარატის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საჩივარი იმ სააგენტოს წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც 230 მეტრი სიგრძის ხიდის რეკონსტრუქციაზე მუშაობდა.

230 მეტრი სიგრძის ხიდი მე-19 საუკუნეში აშენდა. ადგილობრივებისთვის ცნობილია როგორც Julto Pool - პოპულარული ტურისტული ადგილია ამ მხარეში.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორც ცდილობენ ნაპირზე მყოფი ადამიანები დაზარალებულთა დახმარებას. 

კომენტარები