სტიქია რაჭაში

"ამის საჭიროება არ იყო" – პრემიერი კითხვაზე, რატომ არ სთხოვეს დახმარება მეზობელ ქვეყნებს

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროება არ არის. 

"ამის საჭიროება არ იყო". - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ სთხოვა საქართველომ დახმარება მეზობელ ქვეყნებს.  

ბოლო მონაცემებით, რაჭაში სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები