მეწყერი შოვში

პრემიერი: სტიქიის ზონაში 7 ცხედარია ნაპოვნი, 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

"სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, 7 ცხედარი, ძალიან მძიმე ვითარებაა, სამწუხაროდ, 30-ზე მეტს ეძებენ" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს უთხრა.

ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შოვში 6 ადამიანი იყო დაღუპული.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები