სტიქია რაჭაში

რაჭაში სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ – ფოტოები ადგილიდან

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ. სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სამაშველო ვერტმფრენი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაშველები, მათთან ერთად მუშაობდნენ მოხალისეები და დაკარგული ადამიანების ახლობლები და ნათესავები.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

მაშველებმა ადგილზე იპოვეს 2 ადამიანის ცხედარი.  

ბოლოს განახლებული მონაცემებით, დაკავშირება ვერ ხერხდება 44 ადამიანთან. მანამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 50 პირზე, თუმცა გვიან ღამით ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ მათგან 6-თან კონტაქტზე გავიდნენ. 

კომენტარები