აშშ-ჩინეთი

აშშ ცივ ომშია ჩინეთთან, უბრალოდ არ ვაღიარებთ – რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი

ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დაგ ბურგუნი

ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორმა, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დაგ ბურგუნმა თქვა, რომ ისინი ჩინეთთან ცივ ომში არიან, უბრალოდ ამას არ აღიარებენ.

"ჩვენ ცივ ომში ვართ ჩინეთში, უბრალოდ არ ვაღიარებთ ამას, თუმცა ცივი ომიდან გამოსვლის გზა მისი ეკონომიკურად მოგებაა." - თქვა ბურგუნმა NBC-ის ეთერში.

ბურგუმმა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატეს შორის ნაკლებად პოპულარულია, თავისი საპრეზიდენტო კამპანია აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე ხაზგასმით დაიწო.

"რატომ უნდა გავიქცეთ? პირველი, გამოვასწოროტ ეს გიჟური ეკონომიკა. მეორე, გავათავისუფლოთ ამერიკული ენერგიის წარმოება. მესამე, აღვადგინოთ ჩვენი არმია, რათა მოვიგოთ ცივი ომი ჩინეთთან." - ამბობს ბურგუმი ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში.

ამასთან, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა. მისი თქმით, სახელმწიფო მეთაურის ყურადღება არ უნდა იყოს მიმართული ისეთ კულტურულ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი და ტრენსგენდერთა უფლებები.

"ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ორიენტირებულია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენ, როგორც ერი, ვდგავართ – და არა პრეზიდენტი, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა წიგნი აშშ-ის რომელიღაც პატარა ქალაქის ბიბლიოთეკაში სწორ ადგილას." - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ბურგუნის კომენტარი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის ჩინეთში ჩასვლას მოჰყვა. ვიზიტის მიზანი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობის დასტაბილურება იყო.

ბლინკენი და პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდა

ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი მანამდეც დაიგეგმა, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი. 


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.და

კომენტარები