აშშ-ჩინეთი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი თქვა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ
Sputnik/Pavel Bednyakov/Pool via REUTERS

ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე, მიმდინარე კვირის ბოლოს სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მათ თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეთავაზებაზე სინგაპურში შეხვედროდა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ლი შანგფუს, უარი თქვეს". - ამბობს პენტაგონი the Wall Street Journal-თან.

პენტაგონის განმარტებითვე, შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზრდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-ს ქმედებებს აბრალებს და ამბობს, რომ ვაშინგტონმა სამხედრო სფეროში კომუნიკაციის ნაკლებობის მიზეზების შესახებ ყველაფერი "მშვენივრად იცის".

გასულ კვირას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო დისკუსია ოსტინსა და მის ახლადდანიშნულ ჩინელ კოლეგას შორის შეხვედრის გასამართად.

რეგიონული დაძაბულობისა და ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე საწარმოო კონფლიქტის ფონზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პერსპექტივა მნიშვნელოვან გზავნილად განიხილებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი ლი შანგფუ ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიის მოდერნიზების საქმის ერთ-ერთი ვეტერანი და ჩინეთის უმაღლესი თავდაცვითი ორგანოს, ცენტრალური სამხედრო კომისიის წევრია, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინფინგი ხელმძღვანელობს. 2018 წლიდან გენერალი ლი რუსული იარაღის მთავარ ექსპორტიორ Rosoboronexport-ისგან საბრძოლო თვითმფრინავისა და აღჭურვილობის ყიდვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

კომენტარები