აშშ-ჩინეთი

Bloomberg: აშშ პარტნიორებთან ერთად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებას გეგმავს

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

ადმირალ ლიზა ფრანჩეტის თქმით, აშშ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებით გეგმავს წინ აღუდგეს პეკინის მიერ საზღვაო ძალების ზრდას, ვინაიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონი აშშ-ს მთავარ პრიორიტეტად რჩება

"ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებითა და თავსებადობის გაზრდით შევძლებთ შევაკავოთ ჩინეთი და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგები". – განაცხადა აშშ-ს საზღვაო ძალების მეთაურმა ადმირალმა ლიზა ფრანჩეტიმ ჟურნალისტებთან საუბარში. 

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დასტაბილურებისკენ მიმართულ ნაბიჯად 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ითვლება. მხარეებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ჩიპების ექსპორტის საკითხები ისევ სადავოდ რჩება. 

ფრანჩეტის თქმით, ამ კვირაში აშშ ფილიპინებთან ერთად არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს სადავო წყლებში პატრულირებას, ამავდროულად, ჩინეთის არმიის ბოლოდროინდელი პროვოკაციული და სახიფათო მანევრების მიუხედავად, აშშ ქვეყნების საერთაშორისო სამართლებრივ უფლებას, უსაფრთხო ფრენისა და ნაოსნობის შესახებ დაიცავს

ჩინეთის სახალხო გამანთავისუფლებელი არმიის სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებული განცხადებით, ისინი მზად არიან დაიცვან ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა და საზღვაო სამართლებრივი უფლებები რეგიონში. 

კომენტარები