პრაიდის ფესტივალი

მამა ლეონი Pride Fest-ის ჩაშლაზე: ეს ხალხი ეკლესიის სირცხვილია

დღევანდელი კადრებით ნათლად გამოჩნდა, თუ ვინ არის ჩაგრული - ის ხალხი, რომელიც კერძო საკუთრებაში სრულიად უწყინარად იკრიბებოდა და დაარბიეს, მაგრამ, ამასთანავე, ნათლად გამოჩნდა, ვინ არის შესაბრალი, საწყალი, სასწრაფოდ საშველი - ეს სწორედ ის ხალხია, ვინც ამ ჩაგრულთა მინიმალური ღირებულების საკუთრებას, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ მათ მიერვე ერის გამრყვნელად გამოცხადებულ კოკა-კოლას ძალის გამოყენებით დაეუფლა და ამით გაიხარა. იესოს ჯვარმცმელ კაიაფა მღვდელმთავარშიც კი უფრო მეტად შეიძლებოდა შეემჩნია ადამიანს ჭეშმარიტი ღვთის რწმენის ნაპერწკალი, ვიდრე ამ ბრბოში. ეკლესიის სირცხვილია ეს ხალხი, რადგანაც ქრისტეს ეკლესიას მიაკუთვნებენ თავს და ამიტომ, ქრისტეს რწმენის მატარებელმა ყოველმა სამღვდელომ თუ საერომ უნდა უმეოროს ამ სამარცხვინო ადამიანებს, რამდენად არაქრისტიანული, არაადამიანური და ამორალურია მათი საქციელი. ასევე, მუდამ უნდა უმეორონ, თუ რამდენად დიდ პროპაგანდას უწევენ აგრესიის გაღვივებას ახალგაზრდებში, შესაბამისად, რამდენად რყვნიან მომავალ თაობას.

წერს Facebook-ზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი ორკ-ქოცების მიერ ჩაშლილ პრაიდის ფესტივალზე. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები