პრაიდის ფესტივალი

მეცოლა Tbilisi Pride-ზე: ადამიანები იმსახურებენ, რომ იცხოვრონ მათი ცხოვრებით შიშის გარეშე

AP

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტრიბუნიდან Tbilisi Pride-ის ფესტივალის ძალადობრივად დარბევას გამოეხმაურა და ქართველ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.

"გასულ შაბათს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში თბილისი პრაიდის ძალადობრივად ჩაშლა. ანტი-LGBTIQ რიტორიკას, დეზინფორმაციას და ძალადობას არაფერი ესაქმება დებატების ამ სივრცეში. LGBTIQ საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლე პრიორიტეტი უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ, რომ იცხოვრონ მათი ცხოვრებით შიშის გარეშე. ამ ტრიბუნიდან მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი მხარდაჭერა". – თქვა მეცოლამ.

8 ივლისს Pride-კვირეულის დასკვნითი ფესტივალი 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა".

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, დაარბიეს სცენა, დაწვეს ინვენტარის ნაწილი და მოიპარეს ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული საკვები, სასმელი და სხვა სახის ქონება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ფესტივალის ტერიტორიის დასაცავად "მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის", თუმცა ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო შეთანხმებულია შსს-სა და ალტ-ინფოს შორის.

კომენტარები