პრაიდის ფესტივალი

მაჭარაშვილი Pride Fest-ზე: არ შეიძლება ისეთი აქციის ჩატარება, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია

არ შეიძლება ისეთი აქციის, ან მით უმეტეს, პროპაგანდის ჩატარება, რომელიც ქვეყანაში უდიდესი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს პირდაპირ გამოწვევაა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ქვეყანაში ასეთი ტიპის პროპაგანდა დაუშვებლად მიაჩნია [...] ეს ღონისძიება დახურულ სივრცეში არ ხდებოდა, ღია სივრცეში იყო, ამიტომ, საზოგადოებას ეს რეაქცია ჰქონდა. 

ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. 8 ივლისს ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები