პრაიდის ფესტივალი

ვატო, არ გამოგივა ALT-INFO-ს ნიშის დაკავება, გამზადებულ სუფრაზე დაჯდომა – დაპირისპირება ორკებში

"ვატო, არ გამოგივა ალტ-ინფოს ნიშის დაკავება და გამზადებულ სუფრაზე დაჯდომა" – წერს პუტინისტური ალტ-ინფოს წარმომადგენელი ორკი, ბექა ვარდოსანიძე და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატთან, ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერ ორკ ვატო შაქარაშვილთან Facebook-ის კომენტარებში დაპირისპირების Screenshot-ს აქვეყნებს.

"რას ქვია მე ჩემ სტუდიას არ გავცდენილვარ? აბა ვინ იყო მთელი დღე პირდაპირ ეთერში მსვლელობით? მე Facebook-ით და ახლა უკვე ჩემი სტუდიით დავმარხე შენი მაპიარებელი ტელევიზიები და ჟურნალისტები. არ მინდა რაღცეები შეგახსენო კიდევ საიდან მოდხარ და როგორი გაინტერესებდა კონსერვატიული დღის წესრიგი და "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ეს ლოზუნგი, ცნობისთვის, იყო ხატია ჯანაშიასი. შენ სახელისუფლებო სტუდიებში დადიხარ ჩემგან განსხვავებით მე კიდევ ჩემ სტუდიაში მოვიწვევ იმ ხალხს ვისაც შენი "უიმედობა" ბლოკავს. რატომ არ ისმის კონსერვატორების ხმა მაგ შენ ტელევიზიაში? რით განსხვავება ის სხვა ლიბერალური ტელევზიებისგან? პარტიული დღის წესრიგი ქვეყნის მტერი ტელევიზიაა და ამაზე აცხადებ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით არისო? რატომ არ იწვევენ ალტ-ინფოს ბიჭებს? არ იმჩნევთ მათ არსებობას? გამოკითხვებში საერთოდ მალავთ და მერე უკვირს მაგ ტელევიზიას ამდენი ხალხი როგორ შეკრიბაო.

ალტ-ინფოც აპროტესტდებდა თურმე და შენ დილიდან 11 საათზე იქ იყავი და შენ განცხადებას და მოწოდებას მოყვა ამ ხალხის ორგანიზება თურმე. კი, მაგრამ ალტ-ინფომ ვინ ჩამოიყვანა, ეს ხალხი საიდან მოვიდა? საიდან იკრიბებოდა თანხები სანამ თქვენი ლიბერალური ხელისუფლების მმართველობის წყალობით საბანაკო ანგარიშები გააუქმდებოდა? ან სად ჩანდა თქვენი მობილიზაცია მხარდამჭერების შეგროვება, რა ღონისძიებები ჩაატარეთ ამაზე?

რატომ გინდათ კონსერვატიული მოძრაობის და ალტ-ინფოს ჩაჩოჩება? იმიტომ, რომ არ გინდა მათ წისქვილზე დაასხათ წყალი, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ პოლიტიკური ქულების დაწერა და მაგაზეც თქვეს ბიჭებმა რომ დაიწერონ, კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონო. შენ ასევე განაცხადე რომ LGBT პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღება ერთ-ერთი პირველმა განაცხადეთ, როცა თქვენამდე უკვე ალტ-ინფოს ორგანიზებით შეგროვდა ხელმოწერებიც კანონიც შევიტანეთ და დღემდე არ განიხილავს მმართველი პარტია, თქვენ ამის ფონზე აცხადებთ რომ თქვენ შემოივლით საქართველოს და შეაგროვეთ ხელმოწერებს? ეს რა საქციელია? იგივე ფაქტი, რომ ''ალტ-ინფოს'' წისქვილზე არ დაასხათ წყალი". – წერს ბექა ვარდოსანიძე.

ვარდოსანიძის მიერ გამოქვეყნებულ Screenshot-ში ის ვატო შაქარაშვილს თბილისი პრაიდის ფესტივალის კონტრაქციის მონაწილეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და წერს, რომ შაქარაშვილი ალტ-ინფოს როლს არ იმჩნევს.

"შენ გეტყობა შენს "სტუდიას" და ფბ ლაივს არ გაცდენილხარ ცხოვრებაში! კაცობა და ზრდილობა არ არის მსგავსი რამის დაწერა ფეისბუქიდან". – პასუხობს შაქარაშვილი.


8 ივლისს Pride-კვირეულის დასკვნითი ფესტივალი 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა".

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, დაარბიეს სცენა, დაწვეს ინვენტარის ნაწილი და მოიპარეს ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული საკვები, სასმელი და სხვა სახის ქონება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ფესტივალის ტერიტორიის დასაცავად "მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის", თუმცა ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო შეთანხმებულია შსს-სა და ალტ-ინფოს შორის.

კომენტარები