მეუფე შიო

ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: გამოძიებისთვის ჯერ არ მიგვიმართავს, რაღაც ნიუანსები გასარკვევი გვაქვს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიოზე საუბრის დროს თქვა, რომ მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მათ საგამოძიებო უწყებისთვის თავად ჯერ არ მიუმართავთ. ჯაღმაიძის თქმით, მათ გარკვეული ნიუანსები კიდევ გასარკვევი აქვთ.

"გვინდოდა, ჯერ თავად გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ეს სრულიად ყოფითი შემთხვევა ყოფილიყო. ამიტომაც, ამ პროცესში ვიყავით და რადგან ამის გახმაურება მოხდა, შემდგომ, ჩვენ კითხვებს პასუხი გავეცით [...] საგამოძიებო უწყებიდან დაგვიკავშირდნენ, ოღონდ ჯერ ჩვენ მათთვის არ გვითხოვია. თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი გვაქვს  [...] ამ თემასთან დაკავშირებით რასაც ვფიქრობთ, იმას ხმამაღლა ვლაპარაკობთ. ამის იქით, საძიებელი მეტი არაფერია. მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია". - თქვა ჯაღმაიძემ. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". - დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

კომენტარები