მეუფე შიო

საპატრიარქო: უსაფუძვლოა დამლაგებლის გარდაცვალების დაკავშირება მეუფე შიოს საქმესთან

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტს.

"საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს". - წერია განცხადებაში.

თავდაპირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დამლაგებელი გარდაიცვალა და დაწერა, რომ "რუსთავი 2-სთვის ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა".

კომენტარები