მეუფე შიო

მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოზე: თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი

"მეუფე შიო თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს, ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული" – თქვა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

"ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ. არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, რა იყო, როგორ იყო... მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. [გიორგი მამალაძაზე] ნამდვილად წერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები