ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

სენატორმა რიშმა შეაჩერა უნგრეთისთვის $735 მილიონის ოდენობის შეიარაღების მიყიდვა

AP News

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიშმა შეაჩერა უნგრეთისთვის $735 მილიონის ოდენობის ამერიკული შეიარაღების მიყიდვა. ამ უჩვეულო ნაბიჯის მიზეზი უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვაა. 

Washington Post-თან სენატორმა თქვა, რომ თუ უნგრეთს სურს, მიიღოს აღნიშნული იარაღის პაკეტი, რომელიც მოიცავს 24 HIMARS-ის ბატარეას და 100-ზე მეტ რაკეტას, მან უნდა დააკმაყოფილოს შვედეთის NATO-ში გაწევრანების მოთხოვნა.

"გარკვეული დროა, რაც პირდაპირ გამოვხატავ ჩემს შეშფოთებას უნგრეთის ხელისუფლების მიმართ, მისი უარის გამო, მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. გამომდინარე იქიდან, რომ უკევ ივნისია და ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, მე გადავწყვიტე, რომ ახალი ამერიკული შეიარაღების მიყიდვა შევაჩერო". – ამბობს სენატორი რიში.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

"ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, ახლა არის დრო, რომ დასრულდეს შვედეთის გაწევრიანება". - აღნიშნა ბლინკენმა. 

კომენტარები