რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიიტანა. ერთ-ერთ ობიექტზე დაშავებულია ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქების ენერგოობიექტებს.

ამასთან, უკრაინულ ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რომ ღამით რუსეთმა სერიოზულად დააზიანა ოთხი თბოელექტროსადგურის აღჭურვილობა. არიან დაშავებული სამოქალაქო პირები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა გაუშვა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 21 ჩამოაგდო.

კომენტარები