საგარეო ვაჭრობა

იმპორტი 19.1%-ით, ექსპორტი 18.5%-ითაა გაზრდილი – საქსტატის იანვარი-მაისის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის პირველი ხუთი თვის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა $8.36 მილიარდია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9%-ით მეტია.

ამავე დროით პერიოდში, ექსპორტმა $2.5 მილიარდი შეადგინა და შესაბამისად, 18.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველომ $5.8 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში $3.36 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.

კომენტარები