არჩევნები თურქეთში

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ოპოზიციური სააგენტო ანკას მონაცემებით, დათვლილია ხმების 94% – რეჯეფ თაიფ ერდოღანს 51.39% აქვს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 48.61%.

სამთავრობო სააგენტო ანადოლუს მონაცემებით კი, დათვლილია ხმების 94% – რეჯეფ თაიფ ერდოღანს 52.5% აქვს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 47.5%.

პარალელურად, გამოქვეყნდა თურქეთის უზენასი საარჩევნო საბჭოს ოფიციალური მონაცემებიც. ხმების 54.6%-ის დათვლის შედეგად, ერდოღანი 54.47%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუს კი 45.53% აქვს.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

კომენტარები