არჩევნები თურქეთში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერდოღანი საჯარო მოხელეებს ხელფასს 45%-ით უზრდის

Adem ALTAN/AFP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საჯარო მოხელეების ანაზღაურება 45%-ით გაიზრდება და მინიმალური ხელფასი 15 000 ლირას მიაღწევს

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნებამდე 5 დღით ადრე ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე შემუშავდა საჯარო კოლექტიური მოლაპარაკებების ჩარჩო-პროტოკოლი, რომელიც საჯარო მოხელეების სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს დაიცავს. 

ერდოღანმა დამატებით აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას საჯარო მოხელეების ხელფასებისა და პენსიების ზრდისთვის.

თურქეთის ეკონომიკა საკვანძოა 14 მაის დაგეგმილ არჩევნებში. ერდოღანის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ გამოიწვია თურქული ლირის დევალვაცია 2021 წლის ბოლოს, რამაც გასულ წელს ინფლაცია 24-წლიან პიკამდე, 85,5%-მდე მიიყვანა.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკა თებერვლის მიწისძვრამ კიდევ უფრო დაასუსტა, რაც მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა ერდოღანის ხელახალი არჩევის კამპანიისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ წინასწარი მონაცემებით ერდოღანსა და ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუას თითქმის საერთო შედეგი აქვს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნება, რაც ერდოღანს არგებს. 

საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

კომენტარები