ქემალ კილიჩდაროღლუ

ქილიჩდაროღლუ: ვიცი იმ ბინძურ მეთოდებზე, რომელთა გამოყენებასაც არჩევნებამდე შეეცდებიან

ქემალ კილიჩდაროღლუ
Reuters

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, მისთვის ცნობილია იმ ბინძური ქმედებების შესახებ, რომლის გამოყენებასაც თურქეთის მთავრობა არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში შეეცდება.

"ეს ბინძური ენა უნდა შეწყდეს. ჩვენი ხალხი ხედავს, რისი მიღწევა სურთ ბინძური ხრიკებითა და ბრალდებებით. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ და არა ომში. ბევრი მთავრობა შეიცვალა, ჩვენ ყოველთვის წინ მივიწევდით. ჩემთვის ცნობილია ბინძური მეთოდების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში შეეცდებიან. და მე მათ ვეუბნები: ცოტა საღი აზრი!" - წერს ქემალ ქილიჩდაროღლუ Twitter-ზე.


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ ქილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები