არჩევნები თურქეთში

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

REUTERS/Yves Herman

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. ამომრჩევლები ხმის მიცემას 17:00-მდე შეძლებენ.

მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

პირველი ტურის შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა, რომ "თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 

კომენტარები