არჩევნები თურქეთში

"ხელები შორს თურქეთისგან" – პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთს არჩევნებში ჩარევას აბრალებს

Adem Altan/AFP via Getty Images

"თუ გსურთ 15 მაისის შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრობა, ხელები შორს თურქეთისგან". - წერს თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუა და 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე რუსეთს კონსპირაციებისა და Deep Fake-ების გავრცელებაში ადანაშაულებს. 

"ძვირფასო რუსო მეგობრებო, თქვენ დგახართ იმ მონტაჟების, შეთქმულების, Deep Fake-ებისა და ჩანაწერების უკან, რომლებიც გუშინ ამ ქვეყანაში გავრცელდა". - წერს Twitter-ზე ქილიჩდაროღუ. 

Twitter-ზე ამის შესახებ ოპოზიციონერმა კანდიდატმა მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციონერი კანდიდატი, მუჰამედ ინჯე საპრეზიდენტო არჩევნებს ყალბი ვიდეოების გავრცელების გამო გამოეთიშა.

თურქეთში არჩევნებამდე 3 დღით ადრე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა კანდიდატურა მოხსნა

"მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ყალბი ანგარიშფაქტურები, ვიდეოები, ფოტოები... მათ ებრაული პორნო საიტებიდან ვიდეო აიღეს და მასში ჩემი სახე ჩასვეს". - აღნიშნა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მუჰარემ ინჯემ. 

მანამდე, ანკარის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, რადგან სოციალურ მედიაში მუჰამედ ინჯეს სექსუალური ჩანაწერი გავრცელდა. 

ინჯეს გადაწყვეტილებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს პირველივე ტურის შედეგებზე. სავარაუდოდ, ეს ქილიჩდაროღლუს რეიტინგს გაზრდის. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

კომენტარები