პირდაპირი ფრენები რუსეთთან

კოლომინა ფრენებზე: შეშფოთება უფრო პარლამენტის და მთავრობის ზოგიერთი წევრის რეაქციებს ეხება

ჩვენი პოზიცია არის შეშფოთება. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომელიც ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრისგან. და იმიტომ, რომ ეს კრიტიკული მომენტია უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების კუთხით და ეს თითოეული ჩვენგანისთვის პრიორიტეტულია, ასევე უნდა იყოს პრიორიტეტული ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთმა პოტენციურად აარიდოს თავი დაწესებულ სანქციებს.

თქვენმა ხელისუფლებამ გვითხრა იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც კეთდება, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მოხდეს. კარგი სამუშაო კეთდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის იმის ჩრდილს, რომ რუსეთი აქ გარკვეულ სივრცეს იპოვის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და გავამხნევეთ თქვენი ხელისუფლება, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს ამისგან თავის ასარიდებლად.

ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებას რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

კომენტარები