პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Red Wings-ი სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისებს გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 16 ნოემბრიდან სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია სამარას კურუმოჩის აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"16 ნოემბრიდან ავიაკომპანია Red Wings -ი საქართველოს დედაქალაქში ყოველკვირეულ ფრენებს გეგმავს. ავიარეისები ხუთშაბათსაა დაგეგმილი. ფრენის ხანგრძლივობაა 2 საათი 45 წუთია". - TACC-ის ცნობოთ, ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში. 

ფრენები შესრულდება Sukhoi Superjet-ის თვითმფრინავით, რომელშიც 100 სამგზავრო ადგილია.

გასულ თვეს ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხაილ მალცევმა ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლება დააანონსა

"საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით". - თქვა მალცევმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები