ლავროვის ოჯახი ყვარელში

"არ ვაპირებ სასამართლოსთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას" – ხოშტარია გაათავისუფლეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ხოშტარია 20 მაისს ყვარლის ტბასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-მდე ადამიანთან ერთად დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ, ხოშტარიამ თქვა, რომ იგი ყვარელში პოლიციის უფროსს დაუპირისპირდა, რომელმაც, მანამდე, მისი თანდასწრებით მოქალაქეებზე იძალადა.

"ყვარელში მე დავუპირისპირდი პოლიციის უფროსს, რომელმაც იძალადა მოქალაქეებზე და იცავდა ლავროვს. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლიცია, რომელიც იცავს ლავროვს, პოლიცია, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, რომელიც ესე თელავს უფლებებს და არ რცხვენიათ, რომ ლავროვა ცეკვავდეს საქართველოში ოთხოზორიას გარდაცვალების დღეს, დიახ, მიიღებს შესაბამის პასუხს". - ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიამ აღნიშნა ისიც, რომ იგი სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს, რადგან, მისი აზრით, არსებული სისტემა არაფერია, გარდა სანქცირებული კლანის დაჯგუფებისა.

"ზოგადად, ამ სასამართლოსთან არ ვთანამშრომლობ არცერთ ეტაპზე. რადგან ეს არ არის სასამართლო, ეს არის სანქცირებული კლანის დაჯგუფება. შეიძლება იყვნენ გამონაკლისები, არ მინდა ცალკეულ პირებს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა, როგორც სისტემა, ეს არის მონების სისტემა. შესაბამისად არ ვაპირებ სასამართლოში არც მისვლას, არც ჯარიმის გადახდას, არანაირი ტიპის თანამშრომლობას". - თქვა ხოშტარიამ. 

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა. მედიის ინფორმაციით, ყვარელში ლავროვის სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარიც იმყოფებოდნენ.

მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს, პოლიციამ 20-მდე აქტივისტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან სასტუმროში ეკატერინა ლავროვა ისვენებს, უარყო ორმა სასტუმრომ - Kvareli Lake Resort-მა და ახაშენმა.  

კომენტარები