ახაშენი: ინფორმაცია ლავროვის შვილის სტუმრობაზე ტყუილი და მიზანმიმართული პროვოკაციაა

Akhasheni wine resport & spa გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ვინუკოროვა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, ქორწილის გადასახდელად ახაშენსა და ყვარელში იმყოფებიან.

"ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს". – წერია სასტუმროს განცხადებაში. 

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ეკატერინა ვინუკოროვა მეუღლესთან ერთად ახაშენსა და ყვარელში იმყოფებიან. 

გავრცელებულ ინფორმაცია ასევე უარყო სასტუმრო ყვარლის ტბამ. 

კომენტარები