ლავროვის ოჯახი ყვარელში

კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციებიც

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც. ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან, ეს ერთი.

მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ ჩვენ სანქცირება, პერსონალური სანქცირება ვინმესი, ამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ზოგადად, ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება უხეშად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის ძალიან რბილი შეფასება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები