ლავროვის ოჯახი ყვარელში

თელავის პოლიციასთან ელენე ხოშტარია დააკავეს – დროა

დროა

დროას წევრების ინფორმაციით, თელავის პოლიციასთან პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.   

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ყვარელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დილით შეიკრიბნენ სასტუმროსთან, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. აქციაზე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა

გუშინ, 19 აპრილს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარელში არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარიც.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან სასტუმროში ეკატერინა ლავროვა ისვენებს, უარყო ორმა სასტუმრომ - Kvareli Lake Resort-მა და ახაშენმა.  

კომენტარები