ლავროვის ოჯახი ყვარელში

ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

20 მაისს ყვარელში დაკავებული ყველა აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. მოქალაქეები Kvareli Lake Resort-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნასა და ქორწილის გადახდას აპროტესტებდნენ.

დაკავებულების ნაწილი სიღნაღისა და გურჯაანის სასამართლოებმა სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო ნაწილის პროცესი გადაიდო.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა. მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს, პოლიციამ 20-მდე აქტივისტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა. ხოშტარია 21 მაისს გაათავისუფლეს.

კომენტარები