საქართველო-რუსეთი

ყვარლის ტბა: ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს

Kvareli Lake Resort ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა მეუღლესთან ერთად იმყოფება. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს"! – წერია განცხადებაში.

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა მეუღლესთან ერთად ყვარელში, სასტუმრო Kvareli Lake Resort-ში იმყოფება. 

როდესაც ტაბულას ჟურნალისტი შეეცადა სასტუმროსთან დაკავშირებას, სასტუმროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ აქვს აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების უფლება.

ხოშტარიას თქმით, ეკატერინა ლავროვა თბილისში, მეუღლის ძმის ქორწილში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ყვარელსა და ახაშენში გაემგზავრა. 

კომენტარები