ლავროვის ოჯახი ყვარელში

ლილუაშვილი ლავროვის ოჯახზე: ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს

ჩვენ ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს, ქორწილი იქნება, თუ გასვენება. ჩვენ არ ვართ სანქციებს მიერთებული. 

[კითხვა: როგორ შემოვიდნენ?] თავისუფლად. ადამიანებს, ვისაც არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით რისკის შემცვლელ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წვლილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას.

ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები