NATO-შვედეთი

ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გასაწევრიანებლად ჯერ მზად არ არის

Murat Cetinmuhurdar/Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გასაწევრიანებლად ჯერ მზად არ არის.  

"ვიდრე შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების ფილიალების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, რომ შვედეთში და სტოკჰოლმის ქუჩებში თავისუფლად იარონ, ჩვენ არ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი. ჩვენ არ ვართ მზად შვედეთისთვის ამ ეტაპზე, რადგან NATO-ს წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება". – თქვა ერდოღანმა.

გასული წლის 18 მაისს შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

კომენტარები