ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე: დაბრკოლებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქმნება

მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში, ჩვენი დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დღესაც ჩვენ კენჭი ვუყარეთ 2 დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება 12 პუნქტის განხორციელებას და რადიკალური ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა შესაბამის ცვლილებებს. არ ვიცი [ანალენა ბერბოკი] ვისზე საუბრობს, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება, ამის საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რაც დასტურდება ფაქტებით. 

ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომ ისინი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს ხედავენ. 

კომენტარები