მე ჩამოვედი იმისთვის, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ჩვენ გვინდა გაგრძელდეს 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, იყოს კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება... გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რადგან მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. როგორც ნდობაზე დაფუძნებული ორმხრივი საუბარი, ასევე მეგობრული რჩევა - ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკას, ის არ შედგება მხოლოდ კომპლიმენტებისგან, ის მოიცავს კორექტირებას, რაღაცის შესწორებას. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ ეს [კრიტიკის მიღება და გათვალისწინება] არ არის სისუსტე. ეს არის სიძლიერე, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა უცხოელი აგენტების კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა მისი გაწვევა. ეს იყო, ჩემი აზრით, ერთადერთი მართებული გზა.
ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
ბერბოკი რუსული კანონის გაწვევაზე: ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი მართებული გზა
tbl.ge/6bdj
დაკოპირდა

აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პრესკონფერენციაზე. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკის მთავარი გზავნილია: "გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას!"
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს
- ბერბოკი: საქართველოს ადგილი არის EU-ში, ამაში გასული კვირებით და წლებით დავრწმუნდით
- ჩიხლაძე ოცნებას: ეს რამდენიმე დღე მაინც შეწყვიტეთ ანტიდასავლური ისტერია, პირი ამოიკერეთ
- "არასწორია" - ვოლსკი ბერბოკის განცხადებაზე
- კალაძე ბერბოკის განცხადებაზე: იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია