ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

ზურაბიშვილი ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის სპროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ზურაბიშვილმა ბერბოკს უთხრა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. 

"აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა". - მიმართა მან ბერბოკს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. 

"ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს". - თქვა მან. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გუშინ, 23 მარტს თბილისში ჩამოვიდა. ის საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

კომენტარები