ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

ბერბოკი: საქართველოს ადგილი არის EU-ში, ამაში გასული კვირებით და წლებით დავრწმუნდით

მე მართლაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი ქალები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას - ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის შანსი, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა და ასევე არის სტიმული. საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა დღეებმა, არამედ გასულმა წლებმაც. ადამიანები, მოსახლეობა, მათი ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით: ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ, ვინც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. მათ შორის ის, რომ მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების კუთხით.

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები