კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია "აგენტების" კანონპროექტით – კლეიტონი

დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე "აგენტების" კანონს გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები

"გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით". - წერს Twitter-ზე ელჩი.

კლეიტონის განმარტებით, ის ქალები, რომლებიც ბრიტანეთის მხარდაჭერილ პროექტში იყო ჩართული, ამ კანონპროექტით აგენტებად ცხადდებიან, რაც, მისივე სიტყვებით, "არ შეიძლება სიმართლე იყოს". 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები