კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

მორგოშია რუსულ კანონზე: მე ამგვარი კანონპროექტის მიღებას მივესალმები

კანონპროექტი, რომლის ირგვლივაც ამხელა ვნებათაღელვაა გამოწვეული, თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა. აგრეთვე, საინტერესოა, ქართულ ოცნებას შესწევს თუ არა უნარი, რომ თავისი პრინციპები ბოლომდე დაიცვას. იდეაში, ამ კანონის მიღებამდეც, შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, უკვე ნათელი და ცალსახაა, თუ ვინ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან მართულ აგენტურულ ქსელს. მე ამგვარი კანონპროექტის მიღებას მივესალმები და მეტიც, მხარს ვუჭერ უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ჯგუფების არა მხოლოდ “აგენტებად” რეგისტრაციას, არამედ, მათი პოლიტიკური, NGO თუ მედია საქმიანობის შეჩერებას.

წერს ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონზე ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია.

კომენტარები