კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

სამადაშვილი სტუდენტებს: ბოიკოტი გამოუცხადეთ საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს

მე მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომელიც არის პარლამენტთან შეკრებილი და ვინც ჯერ არ მოსულა აქციაზე.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენც, თქვენთან ერთად, ვართ უმრავლესობაში. ჩვენ, ვისაც გვსურს საქართველოს ევროპული მომავალი, ვართ უმრავლესობაში საქართველოში, მაგრამ ვართ უმცირესობაში წარმომადგენლობით ორგანოში. ეს რეალობა აუცილებლად შეიცვლება.

ამიტომ ის, რაც დღეს უნდა გამოვაცხადოთ, არის ქართველი ხალხის ერთიანი წინააღმდეგობა რუსეთი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.

მიხარია, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტი უერთდება პროტესტს.

მიხარია, რომ პროტესტს შემოუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს. არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით მათ ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს.

კომენტარები