კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ "აგენტად" რეგისტრაციაზე – მედიაორგანიზაციები

ტაბულა

უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით ივანიშვილის დეპუტატების მიერ რეგისტრირებულ კანონპროექტზე მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი უარს ამბობენ "აგენტად" რეგისტრაციაზე, რადგან ეს პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს. 

განცხადებას უერთდება ტაბულაც

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. 

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. 

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.   

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • netgazeti.ge
  • პუბლიკა (publika.ge) 
  • ინდიგო
  • სტუდია მონიტორი 
  • queer.ge 
  • dev.ge
  • On.ge
  • ტაბულა
  • სამოქალაქო საქართველო - civil.ge
  • მედიაჩეკერი 
  • პროექტი 64
  • Chai Khana media
  • Ufleba.ge
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”  
  • მედია ჰოლდინგი კომერსანტი
  • OC Media
  • მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
  • ჯემნიუსი (jam-news.net)
  • ონლაინ გამოცემა sova.news
  • რეალპოლიტიკა (realpolitika.ge) 
  • “მთის ამბები” - mtisambebi.ge
  • საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი 
  • ქართლის ამბები (qartli.ge) 
  • გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
  • TV მედიამონიტორინგი 
  • "ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge / feminism.ge
  • დია
  • ნეო ტვ - neotv.ge 
  • სათემო რადიო "მარნეული"
  • ქალთა სათემო რადიო ww
  • ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
  • მარნეული TV
  • რადიო ბოლნელი 
  • სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge
  • ტელეკომპანია “ბორჯომი”,  borjomi.tv 
  • მეცხრე არხი, ახალციხე
  • სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
  • მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge 
  • ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
  • TOK TV  
  • Batumelebi.ge
  • TV 25  
  • ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი
  • რადიო ათინათი 
  • კოლხეთი 89
  • ეგრისი TV
  • რადიო ოდიში +
  • ჰარმონია 
  • TV ოდიში 
  • კახეთის ხმა, knews.ge 
  • საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge
  • პანკისის სათემო რადიო 
  • თანამგზავრი TV  
  • ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი”  kutaisipost.ge
  • რიონი TV 
  • იმერვიზია TV 
  • მეგა TV 
  • TV  ზარი
  • რადიო რიონი 
  • რადიო ზარი 
  • გურია TV
  • აგროგარემო TV 

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები