ივანიშვილის დეპუტატები

სარჯველაძე ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივაზე: გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არის

დღეს მე მგონია, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. ანუ, რომ გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია იმის შესახებ, ვინ რა ფონდით ფინანსდება, საიდან ფინანსდება და რაში იხმარს ამ თანხებს, ეს მაინცდამაინც ცნობილი საზოგადოებისთვის არ არის... მთავარი პრობლემა დგას ასე, დღეს ოპოზიცია გამოვიდა და მოისმინეთ, აპრიორი რაღაც დასკვნებს აკეთებენ და იარლიყების მიწებებით არიან დაკავებული ისე, რომ კანონპროექტის შინაარსი არ უნახავთ. ეს არის არასწორი მიდგომა. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ხალხის ძალის ახალი ინიციატივის შესახებ. ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება

კომენტარები