მიგრანტები

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სავარაუდოდ, 73 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაიკარგა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, დაკარგულები, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.

ორგანიზაციის ცნობით, ნავის ჩაძირვის შემდეგ ნაპირამდე მიღწევა მხოლოდ 7-მა ადამიანმა შეძლო. ამჟამინდელი მონაცემებით, ნაპოვნია 11 გვამი.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ბოლო წლებში ლიბია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების გზის ერთგვარ საწყის პუნქტად ჩამოყალიბდა.

ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის ტერიტორიამდე მისაღწევ სახიფათო გზას 2023 წელს 130-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა, გასული წლის განმავლობაში კი 1 450-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები