მიგრანტები

ლიბიის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

ლიბიის სანაპიროსთან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 22 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას გაერო და მალის მთავრობა ადასტურებენ.

83-კაციანი ჯგუფი მალიდან ევროპისკენ ნავით მიცურავდა - დაღუპულები ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. 

გაეროს საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბიის სანაპირო დაცვის დახმარებით 9 დღიანი მუშაობის შედეგად 61 ადამიანის გადარჩენა და მათი ნაპირზე გადაყვანა მოხერხდა.

გაეროს ცნობით, 22 ადამიანის დაღუპვის მიზეზი დახრჩობა და დეჰიდრატაციაა.

კომენტარები