მიგრანტები

პენტაგონი მიგრანტების ქარავნის შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედროს გზავნის

AFP

პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედროს გზავნის. გადაწყვეტილების მიზეზი მიგრანტების ქარავანია, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან მექსიკის გავლით მოემართება. მათთან ერთად სასაზღვრო დაცვას იარაღს, ვერტმფრენებს, ბარიერებს და მავთულხლართებს გაუგზავნიან. 

გენერალ ტერენს ო'შონესის თქმით ოპერაციის, სახელწოდებით "ერთგული პატრიოტი" მთავარი ფოკუსი ტეხასის, არიზონასა და კალიფორნიის შტატები იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტებისათვის კარვების ქალაქებს დადგამენ.

მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ საზღვარზე უკვე მობილიზებულია 2,100 ეროვნული გვარდიის წევრი.

მიგრანტების ქარავანს ამჟამად აშშ-ს საზღვრიდან 1,600 კილომეტრი აშორებს. სხვადასხვა ცნობებით მიგრანტების რაოდენობა 5-დან 7 ათასამდეა.

კომენტარები