მიგრანტები

თურქეთში ავარიას რვა სირიელი მიგრანტი ემსხვერპლა

DHA photos

თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში ავარიის შედეგად რვა სირიელი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა.

მიგრანტები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები