გირჩი-მეტი თავისუფლება

კობერიძე: ვანო მერაბიშვილთან არასდროს ვითანამშრომლებ და ვეწერები ერთ სიაში

მე სულ ვცდილობ და, ჩემი აზრით, ოპოზიცია უნდა ცდილობდეს, ახსნას, რომ ახლა არის უღირსობასა და ღირსებას შორის არჩევანი გასაკეთებელი, ღირსეულად შეიძლება მოიპოვო მშვიდობა და ამას ვერ ახერხებს. ახლა ქართველ ამომრჩეველს ვერ დააჯერებ, რომ აქეთ მხარეს არის ღირსება. რატომ ხდება ეს? ჩემი აზრით, მთელი ოპოზიცია, დიდი ნაწილი, გადასული ვართ ენის მოჩლექვაზე და როცა ცუდი რამ ხდება ოპოზიციაში, არც ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ახლა არის ბიძინა დასამარცხებელი, ახლა თუ ბიძინაა დასამარცხებელი, მე არ შემიძლია ვილაპარაკო ისეთ საკითხებზე, რაც ხდება. მე არ მგონია, კაცს ღირსეული ეგონო, როდესაც შენ ენის მოჩლექვით ლაპარაკობ და გიჭირს აღიარება... 

მაგალითად, მე არასდროს არ მომეწონება ის, რაც ბოლო ხანებში ხდებოდა - მანქანებს რომ იყოფდნენ. ეს, რაც ხდებოდა, რომ არ მომწონს, ამას რომ ვერ ვიტყვი ეთერში, მე ღირსეული ვერ გამოვჩნდები, იმიტომ, რომ მე ჩემს თავს ვმალავ, ხალხს დავუმალავ, რომ არ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არასდროს ვითანამშრომლებ, ერთ სიაში არ ვეწერები ვანო მერაბიშვილთან, ამას არ ვიზამ. ამაზე თუ არ ვილაპარაკებ, მე ვერ გამოვჩნდები თავმოყვარე და ღირსეული. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრი, ცოტნე კობერიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები